Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტინ შულცმა დატოვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი


მარტინ შულცი აცხადებს, რომ მან დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი, რათა განახლების შესაძლებლობა მიეცეს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკური პარტიას. გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ხელმძღვანელობამ 13 თებერვალს განაცხადა, რომ გარდამავალ პერიოდში შულცის მაგივრად პარტიას უხელმძღვანელებს ჰამბურგის მერი, ოლაფ შოლცი. ახალ ლიდერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესი 22 აპრილს აირჩევს. მარტინ შულცის პოსტიდან გადადგომა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გამხდარიყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობაში. ბევრი გერმანელი სოციალ-დემოკრატი იყო უკმაყოფილო იმ გეგმით, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ოთხთვიან პოლიტიკურ კრიზისს, გამოწვეულს არჩევნების შედეგად ანგელა მერკელის კონსერვატიული პარტიის მიერ უმრავლესობის დაკარგვით. შულცმა კოალიციური შეთანხმებას უწოდა „კარგი დოკუმენტი“ და მოუწოდა თავის პარტიას, რათა შეთანხმებას მხარი დაუჭიროს აპრილის კონგრესზე. თუ სოციალ-დემოკრატები მხარს არ დაუჭერენ კოალიციურ შეთანხმებას, მაშინ ანგელა მერკელი იძულებული გახდება, გამოაცხადოს ახალი არჩევნები ან დაიწყოს მოლაპარაკებები უმცირესობის მთავრობის ფორმირებაზე.

XS
SM
MD
LG