Accessibility links

ტერ მორსმა ჰოლანდიელ მოციგურავეთა ტრიუმფი გააგრძელა


ტერ მორსი

ჰოლანდიელი იორიენ ტერ მორსი ციგურებით რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ჰოლანდიას კი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე უკვე ხუთი ოქროს მედალი აქვს და ხუთივე სპორტის ამ სახეობაში. ტერ მორსს ათასმეტრიანი დისტანციის დასაფარად 1:13,56 წუთი დასჭირდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს იაპონელმა მოციგურავეებმა ნაო კოდაირამ და მიჰო ტაკაგიმ, რომელმაც პიონჩანგში 1500 მეტრზეც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG