Accessibility links

ამერიკელი სნოუბორდისტი შონ უაითი მესამედ გახდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. პიონჩანგში მიმდინარე ოლიმპიადაზე 31 წლის სპორტსმენი ჰალფპაიპში დაეუფლა ოქროს მედალს. უაითმა მესამე ცდაზე 97,75 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარს, იაპონელ აიუუმუ ჰირანოს, 2,5 ქულით გაუსწრო. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ავსტრალიელმა სკოტი ჯეიმსმა. შონ უაითი ზამთრის ოლიმპიადაზე მეოთხედ გამოვიდა. ტურინსა (2006) და ვანკუვერში (2010) ჩემპიონი გახდა, სოჭში (2014) კი მეოთხე ადგილი დაიკავა. ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშზე პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ოქროს მედალია და ოთხივე სნოუბორდინგში. სულ კი, ამ სახეობაში ამერიკელებს ოლიმპიური თამაშების ისტორიაში 100 ოქრო დაუგროვდათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG