Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი: ირანმა სირიიდან უნდა გაიყვანოს "დესტაბილიზაციის გამომწვევი" ძალები


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მოწოდება, რომ ირანმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები სირიიდან და დასძინა, რომ იქ მისი სამხედრო ყოფნა რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს. "ჩვენ საკმაოდ შეგვაშფოთა ახლახან მომხდარმა ინციდენტმა, რომელიც ეხებოდა ისრაელს და სირიაში ირანის ობიექტებს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომაა სირიაში ირანის ყოფნა რეგიონისთვის მხოლოდდამხოლოდ დესტაბილიზაციის მომტანი" - განაცხადა ამანში მყოფმა ტილერსონმა 14 თებერვალს. ტილერსონმა, რომელიც პრესკონფერენციაზე იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან ერთად გამოვიდა, დასძინა - "ირანმა თავისი არმია, თავისი გასამხედროებული ჯგუფები ირანიდან უნდა გაიყვანოს და გზა უნდა მისცეს იმედს, რომ ჟენევაში განმტკიცდება სამშვიდობო პროცესი". ტილერსონის განცხადებების ფონია 10 თებერვალს სირიაში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმები, რომელთა სამიზნე იყო როგორც სირიის, ისე ირანის ობიექტები. შეტევის დროს ჩამოაგდეს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთში ჩამოვარდა. ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმებს წინ უძღოდა სამხედროთა განცხადება, რომ დაფიქსირდა ირანის საჰაერო ხომალდის შეჭრა სირია-ისრაელის საზღვარზე. სირიამ უარო მისი თვითმფრინავის მიერ ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლა. თეირანმა უარყო ისრაელის ვერსია მომხდარზე, მას "სასაცილო" და "სიცრუე" უწოდა და განაცხადა, რომ სირიას ჰქონდა თავდაცვის უფლება, საჰაერო დარტყმების პასუხად.

XS
SM
MD
LG