Accessibility links

ნატოს წევრ ქვეყანათა ნახევარზე მეტი აპირებს 2024 წლისთვის დააკმაყოფილოს თავდაცვის ხარჯთა სამიზნე


ნატოს 29 წევრი სახელმწიფოსგან 15-მა წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილოს ალიანსის თავდაცვის ხარჯვითი მიზნები 2024 წლისთვის, რაც, საბოლოო ანგარიშით, ხარჯებს 46 მილიარდი დოლარით ზრდის - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. "ეს მნიშვნელოვანი პროგრესი და კარგი დასაწყისიაო", თქვა სტოლტენბერგმა 13 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე და დასძინა - "კლების წლების შემდეგ, 2014 წლიდან მომსწრენი ვართ სამი წელიწადის, როცა ევროპელ მოკავშირეებსა და კანადას შორის იზრდება თავდაცვითი ხარჯები". გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს გაზარდონ სამხედრო ხარჯები ნატოს მიერ იდენტიფიცირებულ დონემდე - რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილიც არის. ნატომ ყველა წევრ ქვეყანას მშპ-ის 2 პროცენტის დახარჯვა დაუსახა მიზნად თავდაცვის სფეროზე, თუმცა, ბოლო დრომდე ამ კრიტერიუმს ნატოს წევრთაგან მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებდა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ 2014 წელს ამგვარი წევრთა რაოდენობა სამი იყო, თუმცა წელს ის რვამდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG