Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა სროლას ფლორიდის სკოლაში


აშშ-ში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა და ათობით პირი დაიჭრა ფლორიდის შტატში, ქალაქ პარკლენდში, ერთ-ერთ სკოლაში 14 თებერვალს მომხდარ სროლას. შერიფის ოფისი იუწყება, რომ სროლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და, სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა. ფლორიდის დემოკრატმა სენატორმა, ბილ ნელსონმა ტელეკომპანია NBC-ს უთხრა, რომ ინციდენტს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ამას ადასტურებს სკოლის უბნის ინსპექტორიც, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეკომპანიამ აჩვენა კადრები, რომლებზეც პოლიციას გაჰყავდა ხელმორკილებიანი ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG