Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა სირილ რამაფოსა


სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა სირილ რამაფოსა, მმართველი პარტიის, აფრიკის ეროვნული კონგრესის ლიდერი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი - მას შემდეგ, რაც პარტიის ზეწოლის გამო პრეზიდენტის პოსტი დატოვა ჯეიკობ ზუმამ. რამაფოსა ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებილად წარუდგინეს 15 თებერვალს. ზუმამ, რომელიც 75 წლის არის, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში, 15 თებერვალს გვიან ღამით გამოაცხადა, რომ ტოვებს პრეზიდენტის პოსტს, ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ. მმართველმა პარტიამ ზუმას ულტიმატუმი წაუყენა - ან გადამდგარიყო, ან კი პარლამენტში მისი ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართებოდა. ის, რომ ზუმას პრეზიდენტის პოსტზე რამაფოსა შეცვლიდა, მოსალოდნელი იყო. ზუმა, რომელიც აპართეიდის წლებში პარტიის გასამხედროებული ფრთის წევრი იყო, 2009 წლიდან იყო პრეზიდენტი. ის პოსტს ტოვებს რამდენიმე სკანდალის, მათ შორის კორუფციაში ბრალდებების ფონზე.

XS
SM
MD
LG