Accessibility links

მოთხილამურე ნინო წიკლაური პიონჩანგში მიმდინარე ოლიმპიადაზე 81 მონაწილეს შორის 46-ე ადგილზე გავიდა გიგანტურ სლალომში. ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ მიკაელა შიფრინს, 16,91 წამით ჩამორჩა. ვერცხლის მედალს ნორვეგიელი რაგნილდ მოვინკელი დაეუფლა, ბრინჯაოს - იტალიელი ფედერიკა ბრინიონე. ნინო წიკლაურს არ დაუსრულებია პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა. 16 თებერვალს ის სლალომში ჩაებმება. საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენით გამოდის. მოციგავე გიორგი სოღოიანმა შეჯიბრება 32-ე ადგილით დაასრულა, მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი და ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი კი საქმეში ჯერ არ ჩართულან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG