Accessibility links

სტოლტენბერგი მიუნხენში ლავროვს შეხვდება


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დანიშნული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართავს შეხვედრას და დასძენს, რომ "დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა მაღალია". 15 თებერვალს, ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ბოლოს, სტოლტენბერგმა განაცხადა: "ჩვენ განვიხილავთ ბევრ სხვადასხვა საკითხს და, ჩემი მოლოდინით, შევეხებით იმასაც, თუ როგორ უნდა განაგრძოს ნატო-რუსეთის საბჭომ დიალოგის პლატფორმის ფუნქციის შესრულება". უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია მიუნხენში 16-18 თებერვალს გაიმართება. მოსკოვსა და დასავლეთს შორის კავშირები განსაკუთრებით დაძაბულია რამდენიმე საკითხის გამო, მათ შორის 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შედეგად. კიევის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ომს 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2014 წლის აპრილის შემდეგ. დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის და ნატოს სამხედრო თვითმფრინავების და საზღვაო ხომალდების ერთმანეთთან პოტენციურად სახიფათო სიახლოვით ჩავლამ. ალიანსი მოსკოვს ადანაშაულებს აგრესიული მანევრების ჩატარებაში ჰაერსა და ზღვაში. ელჩების დონეზე ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო შეხვედრა ოქტომბერში გაიმართა. საბჭო წარმოადგენს ფორუმს, რომელის მიზანია დაძაბულობის ესკალაციის პრევენცია.

XS
SM
MD
LG