Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აცხადებს, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ახალ სანქციებს


მოსკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს არ ექნება დიდი გავლენა რუსეთის მოქალაქეებზე და ეკონომიკაზე - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა თქვა, რომ ახლო მომავალში ის ახალ სადამსჯელო ზომებს დაუწესებს რუსეთის მდიდარ მოქალაქეებს. "თუ ისინი ახალ სიებს გამოაქვეყნებენ ან ახალ გადაწყვეტილებებს გამოაცხადებენ, ეს დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს" - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა 15 თებერვალს, ტელეარხ როსია 24-თან ინტერვიუში. "ამას ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ არ განვიხილავ, რომ აღარაფერი ვთქვათ [რუს] ხალხზეო", დასძინა მან. მნუჩინმა სენატის ფინანსთა კომიტეტს 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე უთხრა, რომ ახალ სანქციებს დაუწესებს მდიდარ რუსებს, მოსკოვის მიერ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. "ამ სანქციებზე აქტიურად ვმუშაობთ" - თქვა მნუჩნინმა და განაცხადა, რომ ისინი ახლო მომავალში ამოქმედდება. გასულ ზაფხულს აშშ-ის კონგრესმა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი ახალ სანქციებს რუსეთის მიმართ, ამ კანონმდებლობას ყოყმანის შემდეგ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა - რომელიც საარჩევნო კამპანიისას მოსკოვთან ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკობდა.

XS
SM
MD
LG