Accessibility links

მორის ყვითელაშვილმა 22-ე ადგილით დაასრულა მოკლე პროგრამა


მორის ყვითელაშვილი (დროშით) საქართველოს დელეგაციასთან ერთად პიონჩანგში

ფიგურულმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა პიონჩანგში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოდის, 76,56 ქულა მოაგროვა მოკლე პროგრამაში და 30 მონაწილეს შორის 22-ე ადგილი დაიკავა. ყველას აჯობა იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ 111,68 ქულით. მეორე და მესამე პოზიციებით გადავიდნენ თავისუფალ პროგრამაში ესპანელი ხავიერ ფერნანდესი და კიდევ ერთი იაპონელი, შომა უნო. თავისუფალ პროგრამაში მედლებისთვის ბრძოლას 24 მოციგურავე განაგრძობს. შეჯიბრება 17 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG