Accessibility links

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „პანორამა“, დღეს გაიმართება ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის, „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, იგი საქართველოსა და შვედეთის ერთობლივი ნაწარმოებია.

ბერლინის საერთაშორისოკინოფესტივალზე საქართველო წელს მეცამეტედ მონაწილეობს. ევროპის კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად წარმოადგენენ. ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლები გაეცნობიან პროგრამას „გადაიღე საქართველოში.“

საერთაშორისო კინოფესტივალი ბერლინალე15 თებერვალს გაიხსნა. 68-ე კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელობს ცნობილიგერმანელი რეჟისორი, ტომ ტიკვერი. ბერლინალე 25 თებერვალს დასრულდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG