Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქსენია სობჩაკის სარჩელი


ქსენია სობჩაკი
ქსენია სობჩაკი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატის, ქსენია სობჩაკის სარჩელი ვლადიმირ პუტინისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ქსენია სობჩაკი მიუთითებდა, რომ ვლადიმირ პუტინი მეოთხე საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძვის, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

ქსენია სობჩაკის პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე კომისიის წარმომადგენელმა ქსენია სობჩაკის პრეტენზია მის „შინაგან მრწამსად“ შეაფასა. სობჩაკის საარჩევნო შტაბიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი 14 თებერვალს შევიდა, 16 თებერვალს კი გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინის მიერ საპრეზიდენტო მარათონში მეოთხედ ჩართვის კანონიერების შესახებ უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა.

65 წლის ვლადიმირ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან უდგას სათავეში. 13 წელი მან პრეზიდენტის, 4 წელი კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გაატარა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს გაიმართება. საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რვა კანდიდატიდან, ერთი, ვლადიმირ პუტინი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტია.

XS
SM
MD
LG