Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა


ნინო წიკლაური პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე, გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილის დაკავების შემდეგ, სლალომში უკეთესად გამოვიდა. ქართველმა მოთხილამურემ 39-ე შედეგი აჩვენა 78 სპორტსმენს შორის. წიკლაურმა შეჯიბრება 1:51,62 წუთში დაასრულა და 12,99 წამით ჩამორჩა ოლიმპიურ ჩემპიონს – შვედ ფრიდა ჰანსდოტერს. ვერცხლის მედალს დაეუფლა შვეიცარიელი ვენდი ჰოლდენერი, ბრინჯაოს – ავსტრიელი კატარინა გალჰუბერი.

XS
SM
MD
LG