Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა დივერსიის მზადების ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს


რუსეთთან უკანონოდ მიერთებული ყირიმის სასამართლომ ექვსნახევარი წლით პატიმრობა შეუფარდა უკრაინელ ანდრეი ზახტეის, რომელიც დამნაშავედ ცნო დივერსიის მზადებაში, ისევე როგორც საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვაში. ზახტეი დააკავეს ყირიმში 2016 წლის ზაფხულში მომხდარი ინციდენტის დროს. გამოძიების ვერსიით, ზახტეი უნდა დახვედროდა უკრაინელების დივერსიულ ჯგუფს, რომელიც ამზადებდა თავდასხმას ქერჩის ბორნით მიმოსვლის ჩასაშლელად. უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და მომხდარს უწოდებს რუსეთის სპეცსამსახურების „პროვოკაციას“. პატიმრობის გარდა, ზახტეის შეუფარდეს 220 ათასი რუბლის (3900 დოლარის) ფულადი ჯარიმა. მოსალოდნელია, რომ მოგვიანებით გაასამართლებენ 2016 წელს ზახტეისთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთი უკრაინელს, ევგენი პანოვს. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთს გასამართლებული და დაპატიმრებული ჰყავს რამდენიმე უკრაინელი, უფლებადამცველების შეფასებით, შეთითხნილი ბრალდებებით.

XS
SM
MD
LG