Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა „ბოდვა“ უწოდა რუსეთის დადანაშაულებას აშშ-ის საგამოძიებო ორგანოს მიერ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ბოდვა“ უწოდა რუსეთის დადანაშაულებას აშშ-ის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაში. „მაპატიეთ არადიპლომატიური გამოთქმისათვის, მაგრამ სანამ არ ვიხილავთ ფაქტებს, ეს ყველაფერი არის ბოდვა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან და გავლენიან პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში. 16 თებერვალს აშშ-ის ფედერალური დიდი ჟიურის გადაწყვეტილებით, აშშ-ის არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს 13 რუს ინდივიდსა და რუსეთის კომპანიას, მათ შორის „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ ორგანიზაციას. ეს ზომა მიჩნეულია დღემდე ყველაზე მძიმე ბრალდებებად მას შემდეგ, რაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი შეუდგა აშშ-ის მიმართ რუსეთის ქმედებების გამოძიებას. ფედერალური დიდი ჟიურის დოკუმენტში, რომელიც მიულერის ოფისმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს შეუდგა აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.

XS
SM
MD
LG