Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა


ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-თვის, ისე - გლობალური უსაფრთხოებისთვის. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა „განსაკუთრებულად წარმატებული“ უწოდა ორმხრივ ურთიერთობების დინამიკას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

XS
SM
MD
LG