Accessibility links

კოსოვო აღნიშნავს სერბიისაგან დამოუკიდებლობის მეათე წლისთავს


17 თებერვალს კოსოვოში აღინიშნება სერბიისგან გამოყოფის მეათე წლისთავი. „ეს არის უბედნიერესი დღე მთელი ჩვენი ხალხისა და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში“, - განაცხადა 16 თებერვალს კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ. უპირატესად ალბანელებისაგან დასახლებულ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესასწაული მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კოსოვოს „სტაბილურ და დემოკრატიულ“ განვითარებას. კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაძლებლობა მისცა, 1999 წელს ნატოს ავიაციის მიერ სერბიის არმიის სამეთაურო პუნქტების და არმიის პოზიციების 78-დღიანმა საავიაციო იერიშებმა. ათი წლის განმავლობაში კოსოვოს დამოუკიდებლობა სცნო 116 ქეყანამ. სულ ბოლოს 15 თებერვალს ეს მოიმოქმედა ბარბადოსმა. თუმცა კოსოვოს წინაშე კვლავ მრავალი პრობლემა დგას. ქვეყნაში, რომლის მოსახლეობა მილიონ სამასი ათასია, ძალიან მაღალია უმუშევრობა, გამეფებულია კორუფცია და დამნაშავეობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG