Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი და დაკვამლიანება მოჰყვა საქართველოში ბენზინმზიდის აფეთქებას


აღმოსავლეთ საქართველოში, თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი ტერიტორიაა დამწვარი. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით. საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია „სოკარს“ ეკუთვნის. იუწყებიან, რომ საწვავით სავსე მანქანამ მოხვევა ვერ შეძლო და გადავარდა. დაიწვა დაახლოებით 700-ი კვადრატული მეტრი ტერიტორია, ხანძარს მოჰყვა დაკვამლიანება. ბენზინმზიდის აფეთქებისა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უვნებელია მძღოლიც, რომელმაც მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. გავრცელებული ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG