Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე უტყუარს უწოდეს მტკიცებულებებს რუსეთის ჩარევაზე


აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ეიჩ არ მასკმასტერი უტყუარს უწოდებს, 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მოპოვებულ მტკიცებულებებს. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამის თაობაზე ისაუბრა მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დასმული შეკითხვის პასუხად. ამ განცხადებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ბოდვა“ უწოდა აშშ-ის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისათვის რუსეთის დადანაშაულებას. 16 თებერვალს აშშ-ის ფედერალური დიდი ჟიურის გადაწყვეტილებით, აშშ-ის არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს 13 რუს ინდივიდსა და რუსეთის კომპანიას, მათ შორის „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ ორგანიზაციას. ეს ზომა მიჩნეულია დღემდე ყველაზე მძიმე ბრალდებებად მას შემდეგ, რაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი შეუდგა აშშ-ის მიმართ რუსეთის ქმედებების გამოძიებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG