Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა


ირანის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ცნობით, კვირას კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც 60 მგზავრი იმყოფებოდა. იუწყებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც რეისს ასრულებდა თეირანიდან იასუჯის მიმართულებით, ჩამოვარდა ქალაქ სემირომის მახლობლად, ისპაჰანის პროვინციის მაღალმთიან არეალში. ცენტრის ხელმძღვანელობის ცნობით, თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე გაემგზავრა შვეულმფრენი მაშვლებითა და ექიმებით. თვითმფრინავი მეკუთვნოდა კომპანია „Aseman Airlines“-ს. კატასტროფის მიზეზები უცნობია.

XS
SM
MD
LG