Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუმ ირანს უწოდა „მსოფლიოს უდიდესი საფრთხე“


ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანი გადაიქცა „მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს“, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით უნდა დაუპირისპირდეს. აღნიშნული განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ 18 თებერვალს გააკეთა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მოგვიანებით დაგეგმილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამე ჯავად ზარიფის სიტყვით გამოსვლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა და უშედეგო უწოდა2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. დოკუმენტის თანახმად, ირანს უნდა შეეზღუდა ბირთვული პროგრამა, რის სანაცვლოდაც მის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციების ნაწილი უნდა გაუქმებულიყო. ბენიამინ ნეთანიაჰუმ „თვალშისაცემი“ უწოდა ნაცისტურ გერმანიასთან ირანის მსგავსებას, რომელიც, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელის განადგურებას ესწრაფვის.

XS
SM
MD
LG