Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ"


ყიზლარის მართლმადიდებლური ტაძარი
ყიზლარის მართლმადიდებლური ტაძარი

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა დაღესტნის ქალაქ ყიზლარში, ქრისტიანულ ტაძარზე მომხდარ თავდასხმაზე. ინფორმაცია გაავრცელა რადიკალურ დაჯგუფებასთან კავშირის მქონე სააგენტომ, „ამაქმა.“ 18 თებერვალს, სანადირო თოფით შეიარაღებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა მართლმადიდებლური ტაძრის მრევლს. დაიღუპა 5 და დაიჭრა 4 ადამიანი. თავდამსხმელი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მოკლეს. ყიზლარის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდამხმელი 22 წლის დაღესტნელი, ხალილ ხალილოვი იყო. წინასწარი მონაცემებით, ხალილოვი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო. სააგენტო ინტერფაქსი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხალილოვის სახლში აღმოაჩინეს მისი ვიდეომიმართვა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზეა ჩაწერილი. ყიზლარში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ. საპატრიარქოს განცხადებით, დიდი მარხვის დაწყებამდე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს პატრიარქი მიიჩნევს პროვოკაციად მართლმადიდებლებისა და მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში, კავკასიაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG