Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოლიმპიელის საქმეს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს


პიონჩანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ალექსანდრ კრუშელნიცკი
პიონჩანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ალექსანდრ კრუშელნიცკი

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დაიწყო პროცედურა რუსი სპორტსმენის, კერლინგში ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელის, ალექსანდრ კრუშელნიცკის მიმართ. სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე 19 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ანტიდოპინგურმა განყოფილებამ დაარეგისტრირა ახალი საქმე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით დაიწყო პროცედურა ალექსანდრ კრუშელნიცკის მიმართ. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ცნობითვე, საქმის განხილვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 19 თებერვალს, რუსეთის ოლიმპიური დელეგაციის პრესატაშემ, კონსტანტინ ვიბორნოვმა სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ კრუშელნიცკიმ საორგანიზაციო კომიტეტს აკრედიტაცია დაუბრუნა, პიონჩანის ოლიმპიური სოფელი დატოვა და ელოდება მეორე დოპინგსინჯის შედეგს. მანამდე, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ კრუშელნიცკის დოპინგსინჯში აღმოჩენილია აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალი.

XS
SM
MD
LG