Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს


მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ. 2018 წლის 19 თებერვალი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ. 2018 წლის 19 თებერვალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან 19 თებერვალს გათავისუფლებულმა, დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა კოლეჯის მოსწავლეებს და პედაგოგებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყოფილ და მოქმედ სახალხო დამცველებს, უჩა ნანუაშვილს და ნინო ლომჯარიას, ევროპარლამენტის წევრს, რებეკა ჰარმსს და მედიასაშუალებებს. „მე მასწავლებელი ვარ და შეყვარებული ვარ განათლებაზე. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმისათვის, რომ ბავშვებს ჩავუნერგო სიყვარული, მშვიდობა და მეგობრობა და ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ტერორიზმს და ძალადობას“ - განუცხადა ჟურნალისტებს ჩაბუქმა. მუსტაფა ემრე ჩაბუქის თქმით, მის საგანმანათლებლო საქმიანობას ყოველთვის დადებითად აფასებდნენ საქართველოს მთავრობა და განათლების სამინისტრო. „ლეგალურად, თუ არალეგალურად ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი, ან მომხრე“ - განაცხადა ჩაბუქმა. ჟურნალისტების შეკითხვას, თვლის თუ არა თავს პოლიტპატიმრად, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა უპასუხა, რომ ის პოლიტპატიმარი იყო.

XS
SM
MD
LG