Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია სასამართლო განხილვის საგნად რჩება


ადვოკატი სოსო ბარათაშვილი
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება თურქეთში ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხის განხილვა. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომაზე, რომლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, დაცვის მხარე წარმოადგენს თავის პოზიციას და ამის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს დასაშვებია, თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია. 19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს აღკვეთის ზომა - საექსტრადიციო პატიმრობა შეუცვალა 1000 ლარიანი გირაოთი. ჩაბუქის გადაცემას საქართველოსგან ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერს ადანაშაულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება პოლიტიკური მოტივით დევნის და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. ამავე მიზეზით, ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.

XS
SM
MD
LG