Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყში დახოცეს 27 გასამხედროებული პირი


ერაყის ოფიციალური ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ალყაში მოაქციეს და დახოცეს ერაყის ერთ-ერთი გასამხედროებული დაჯგუფების 27 წევრი. თავდასხმამდე ორი თვით ადრე, ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ საბოლოოდ გაიმარჯვა ისლამურ სახელმწიფოზე. შიიტური გასამხედროებული ჯგუფებისაგან შემდგარი სახალხო მობილიზაციის ძალების სარდლობის ცნობით, თავდასხმა მოხდა ბაღდადიდან 300 კილომეტრით დაშორებულ ჰავიას რეგიონში, სადაც გასამხედროებული ძალები ღამის რეიდს ატარებდნენ. გასულ თვეში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოაწყვეს ტერაქტი ბაღდადის ცენტრში, სადაც სულ მცირე 38 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG