Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიელი მოციგურავემ ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა


ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. პიონჩანგი
ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. პიონჩანგი

პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგურებით სწრაფრბენაში 500-მეტრიან დისტანციაზე ყველას აჯობა ნორვეგიელმა ჰავარდ ლორენცენმა. სპორტსმენმა, რომელსაც შეჯიბრების დაწყებამდე ფავორიტთა შორის არავინ ასახელებდა, ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად, ოლიმპიური რეკორდიც გააუმჯობესა. სწრაფრბენაში ოლიმპიური რეკორდი დღეს სულ ორჯერ დამყარდა. პირველ ჯერზე ეს სამხრეთკორეელმა მინ კიუ ჩამ შეძლო. რამდენიმე წუთში კი ლორენცენმა 500 მეტრი 3,41 წამში გაირბინა და ოლიმპიადის მასპინძელთა ფავორიტს 0,01 წამით გაუსწრო. ბრინჯაოს მედალს ჩინელი ტინგიუ გაო დაეუფლა.

XS
SM
MD
LG