Accessibility links

დაღესტნელი მუსლიმი ლიდერები გმობენ ეკლესიაზე თავდასხმას


დაღესტნელ მუსლიმთა ლიდერებმა დაგმეს თავდასხმა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მათი თქმით, ეჭვმიტანილს არაფერი აქვს საერთო „ნამდვილ ისლამთან“. დაღესტნის მთავარი მუფთის ადმინისტრაციის 19 თებერვლის განცხადებით ასევე მიუსამძიმრეს წინა დღის თავდასხმისას დაღუპულთა ახლობლებს. თავდასხმა ქალაქ ყიზლარში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა სანადირო თოფი ესროლა ადგილობრივ ეკლესიასთან ყველიერის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს, მოკლა ხუთი ქალი და დაჭრა ოთხი ადამიანი, ვიდრე მას ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლავდნენ უშიშროების ძალების თანამშრომლები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“, თუმცა არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მართლაც ასეა. ყიზლარის მერიამ 19 თებერვალს დაასახელა ეჭვმიტანილის ვინაობა: 22 წლის ხალილ ხალილოვი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG