Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონია მოელის სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან დავის ივლისამდე მოგვარებას


მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი

მაკედონია იმედოვნებს, რომ წელს, ნატოს ივლისის სამიტამდე მოაგვარებს საბერძნეთთან დავას, რომელსაც მაკედონიის სახელწოდება იწვევს. ამის შესახებ 19 თებერვალს განაცხადა მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა ავსტრიის რადიო ORF-თან ინტერვიუში. საბერძნეთისთვის მიუღებელია ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის სახელწოდებად მაკედონიის გამოყენება, რადგან შიშობს, რომ სკოპიე პრეტენზიას გამოაცხადებს ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიაზეც. საბერძნეთის პოზიცია აფერხებს ნატოსა და ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანების პროცესს. ბოლო დროს ათენმა და სკოპიემ გაააქტიურეს ძალისხმევა დავის მოსაგვარებლად. გაერომ 1993 წელს მიიღო იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა სახელწოდებით „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“.

XS
SM
MD
LG