Accessibility links

ირმა ინაშვილმა რუსეთთან ერთად, თურქეთსაც უწოდა საქართველოს ოკუპანტი


ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის გარდა, თურქეთიც არის საქართველოს ოკუპანტი. ხოლო ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებთ, საფრთხეები არაერთი ქვეყნიდან შეიძლება მომდინარეობდეს. დეპუტატი ასეთ ქვეყნებს შორის მიიჩნევს რუსეთს, თურქეთსა და ირანს. „საქართველოს ტერიტორიების 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული, თურქეთი აჭარის რეგიონში ახორციელებს უკიდურესად სახიფათო პოლიტიკას. ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც“, - განუცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის კორესპონდენტს. ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა პარლამენტში, სადაც დაზვერვის სამსახურის საქმიანობის შესახებ საპარლამენტო მოსმენა იმართება. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში მიჩნეულია პრორუსულ ძალად. შარშან ივლისში პარტიის წევრები მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდნენ. დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს გაემიჯნა საქართველოს მმართველი გუნდი და პროდასავლური ოპოზიცია.

XS
SM
MD
LG