Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადელებმა ოქროს მედლითა  და მსოფლიოს ახალი რეკორდით გაიხარეს


ტესა ვირტუ და სკოტ მოირი
ტესა ვირტუ და სკოტ მოირი

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, მოცეკვავე წყვილებს შორის ოქროს მედალს კანადელები დაეუფლნენ. ტესა ვირტუ და სკოტ მოირი ამ გამარჯვების შემდეგ გახდნენ ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. მათ ანგარიშზე უკვე ოლიმპიური თამაშების ხუთი მედალია, აქედან სამი ოქროსი და ორი ვერცხლის.

ვირტუმ და მოირმა ჯერ კიდევ ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს ცეკვებში ჩემპიონის ტიტული. 2014 წელს სოჭში ორი ვერცხლი იკმარეს, პიონჩანგში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორჯერ ავიდნენ, პირველად გუნდურ შეჯიბრებაში.

კანადელმა მოციგურავეებმა ორი პროგრამის ჯამში 206.07 ქულა დააგროვეს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს ფრანგებმა -გაბრიელა პაპადაკისმა და ჯილომ სიზერონმა, ხოლო მესამე - ამერიკელებმა, მაია შიბუტანიმ და ალექს შიბუტანიმ.

XS
SM
MD
LG