Accessibility links

უკრაინაში აღნიშნავენ "ღირსების რევოლუციიდან" მეოთხე წლისთავს


პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა „ღირსების რევოლუციიდან“ მეოთხე წლისთავის გამო. პრეზიდენტმა პატივი მიაგო ხსოვნას იმ თანამემამულეებისა, რომლებმაც, პეტრო პოროშენკოს თქმით, სიცოცხლის ფასად უკრაინას მისცეს შესაძლებლობა ყოფილიყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მსოფლიოსთვის გახსნილი სახელმწიფო. პოროშენკომ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და არმიის გაძლიერების მნიშვნელობაზე და უკრაინელებს მოუწოდა, მტკიცედ ებრძოლონ რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდულ გამოწვევებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთადერთ სწორი გზაა აგრესორისგან დონბასის ოკუპირებული ნაწილის გათავისუფლება და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება. ოთხი წლის წინ, კიევში დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები უკრაინის ევროპული კურსის მხარდასაჭერად. კიევის ცენტრალურ მოედანზე ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სამართალდამცავებთან დაპირისპირებას. ბევრი მათგანი სნაიპერებმა მოკლეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG