Accessibility links

ევროკავშირი აპირებს სანქციები მოუხსნას იანუკოვიჩის ორ თანამოაზრეს


სერგეი კლიუევი

ევროკავშირი აპირებს 21 თებერვალს, სანქციები კიდევ ერთი წლით გაუგრძელოს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს და მისი გარემოცვის ათზე მეტ წარმომადგენელს, თუმცა, სანქციებს მოუხსნის იანუკოვიჩის ორ თანამოაზრეს, პარლამენტის დეპუტატს, სერგეი კლიუევს და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ოლენა ლუკაშს - ამის შესახებ ანონიმურობის დაცვის პირობით, რადიო თავსუფლებას აცნობეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მათი ინფორმაციით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ კლიუევი და ლუკაში დარჩნენ ნუსხაში იმ პირებისა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს უკრაინაში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში სავარაუდო მონაწილეობისთვის. ბიზნესმენი სერგეი კლიუევი, რომელიც პარლამენტში წარმოადგენდა იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიას,“ ნომინალურად ფლობდა კიევის მახლობლად მდებარე, ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენციას. უკრაინიდან იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, რეზიდენცია უკრაინელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და ყოფილი პრეზიდენტის გემოვნების და კორუფციის სიმბოლოდ იქცა. კლიუევმა უკრაინა მას შემდეგ დატოვა, რაც 2015 წელს პარლამენტმა ჩამოართვა დეპუტატის იმუნიტეტი.

XS
SM
MD
LG