Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ ქურთთა მიერ კონტროლირებულ ანკლავში


ქურთთა მთავარი გასამხედროებული დანაყოფი აცხადებს, რომ მთავრობის მომხრე ძალები შევიდნენ ჩრდილოეთში მდებარე აფრინის ანკლავში, რათა თურქეთთან საზღვრის გასწვრივ განთავსდნენ და საზღვარი თურქეთის ძალებისგან დაიცვან. ე.წ. ხალხის დაცვის დანაყოფებმა 20 თებერვალს განაცხადეს, რომ სირიამ "სამხედრო დანაყოფები" გაგზავნა აფრინში. განცხადების თანახმად, "ისინი განთავსდებიან საზღვრისპირა პოზიციებზე და მონაწილეობას მიიღებენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში". ასეთ ფონზე, სირიის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ თურქეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ეფრინში შესულ სირიის სამთავრობო ძალებს. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" იუწყება, რომ სირიის მთავრობის მომხრე ძალებმა უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც თურქეთის არტილერიამ "გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა" მათი მიმართულებით. თურქეთის სამხედროები და ანკარაში განთავსებული სირიელი მეამბოხეები ბოლო ერთი თვეა ებრძვიან აფრინში მყოფ ქურთთა გასამხედროებულ ძალებს. თურქეთი აცხადებს, რომ ანკლავს გაათავისუფლებს ხალხის დაცვის დანაყოფებისგან - რომლებსაც ის ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს - და სირიის მთავრობის მომხრე ძალებს აფრთხილებს ვითარებაში არ ჩაერიონ და ქურთებს არ დაუჭირონ მხარი.

XS
SM
MD
LG