Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში დააპატიმრეს რვა უცხოელი, სამხედრო ობიექტზე ჯაშუშობის ბრალდებით


Serbia -- Serbian defence minister Aleksandar Vulin attending the military exercise of American and Serbian paratrooper forces at the Lisicji Jarak Airport (USA, U.S., parachutist, parachutists), November 17, 2017.
Serbia -- Serbian defence minister Aleksandar Vulin attending the military exercise of American and Serbian paratrooper forces at the Lisicji Jarak Airport (USA, U.S., parachutist, parachutists), November 17, 2017.

სერბიაში დააპატიმრეს უცხო ქვეყნების რვა მოქალაქე, მათ შორის ორი ამერიკელი და ორი უკრაინელი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სამხედრო ობიექტზე ნებართვის გარეშე ფოტოს გადაღების მცდელობაში - განაცხადეს სერბიის ოფიციალურმა პირებმა 19 თებერვალს. სახელმწიფო ტელევიზიის, RTS TV-ის ცნობით, აშშ-ის და უკრაინის მოქალაქეები ბელგრადის ცენტრში შეეცადნენ საფრენი აპარატით გადაეღოთ ფოტო სამხედრო სადაზვერვო უწყების შტაბ-ბინისთვის. ცნობებში არ იყო დაკონკრეტებული მათი სახელები და დეტალები. მხოლოდ ის ითქვა, რომ უკრაინელები ქალები არიან და ამჟამად ისინი პოლიციას ჰყავს დაკავებული. რვა უცხოელის დაკავების შესახებ განცხადებით გამოსვლისას სერბიის თავდაცვის მინისტრმა, ალექსანდარ ვულინმა თქვა, არ მსურს გამოძიების პროცესში მყოფ საქმეზე მოსაზრებების გამოთქმაო, თუმცა დასძინა: "შემთხვევით არ არის, რომ უცხოეთის მოქალაქეთა ასეთი დიდი რაოდენობა ცდილობდა სერბიის არმიის მიერ კონტროლირებულ ობიექტზე შეჭრასო". მიმდინარე თვეში სერბიაში დააპატიმრეს სხვა ამერიკელიც, რომელსაც ბრალად ედება არარეგისტრირებული იარაღის ტარება. მთავრობის მომხრე მედია აცხადებდა, რომ დაკავებული საზღვაო ქვეითების ყოფილი წევრია, რომელსაც სერბიის ოფიციალური პირების მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG