Accessibility links

აფეთქება მოხდა პოდგორიცაში, ამერიკის საელჩოსთან


პოლიციელები აშშ-ის საელჩოსთან. პოდგორიცა, 2018 წლის 22 თებერვალი

ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში თავდასხმა მოხდა აშშ-ის საელჩოზე. წუხელ, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საელჩოს შენობას ხელყუმბარა ესროლა და შემდეგ თავი აიფეთქა. ინფორმაცია 22 თებერვალს, დილით დაადასტურა ჩერნოგორიის მთავრობამ. აფეთქების შედეგად საელჩოს ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩერნოგორიის პოლიციასთან. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ აშშ-ის საელჩოს გარშემო მდებარე ყველა ქუჩა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის გამო აშშ-ის საელჩომ მუშაობა შეაჩერა და ჩერნოგორიაში მყოფ ამერიკელებს მიმართა, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან.

XS
SM
MD
LG