Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მოკლეს ახალგაზრდა ქალი


საქართველოს შსს-მ დაადასტურა 22 თებერვალს, დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, თემქის დასახლებაში აღმოჩენილია ახალგაზრდა ქალის გვამი. სამართალდამცავთა პირველადი ინფორმაციით, ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შსს-ს განცხადებით, გარდაცვლილია 1997 წელს დაბადებული ა.ნ. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG