Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტს სკოლების თანამშრომელთა შეიარაღების იდეა აქვს


ფლორიდის სკოლაში 17 ადამიანის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2018 წლის 17 თებერვალი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლის მოწავლეებს. 14 თებერვალს, ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით, სკოლაში მოკლა 17 ადამიანი. ახალგაზრდებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, შეცვალოს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის სისტემა და კონტროლი გაამკაცროს. დონალდ ტრამპი მათ დაპირდა, რომ გაძლიერდება ცეცხლსასროლი იარაღის შემძენთა პირადი მონაცემების შემოწმება, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის მოისმინოს და განახორციელოს ნებისმიერი გონივრული იდეა, რომელიც აღკვეთს მსგავს ტრაგედიას. თავად დონალდ ტრამპმა გამოთქვა იდეა, რომ სპეციალური მომზადების შემდეგ, სკოლების პედაგოგებს და სხვა თანამშრომლებს ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება, რათა ადეკვატური წინააღმდეგობა გაუწიონ შესაძლო დამნაშავეებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, მზად არის განიხილოს წინადადება ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისთვის დადგენილი მინიმალური ასაკის გასაზრდელად. ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის სკოლაში 17 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილია 19 წლის ნიკოლას კრუზი, რომელიც პოლიციამ თავდასხმის დღეს, 14 თებერვალს დააკავა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG