Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მცირე ხნით დააკავეს ალექსეი ნავალნი


რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ის პოლიციამ მცირე ხნით დააკავა და ბრალი დასდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, რასაც შესაძლოა 30-დღიანი პატიმრობა მოჰყვეს. ნავალნი და მისი მოკავშირე, ლეონიდ ვოლკოვი, 22 თებერვალს ცალ-ცალკე დააკავეს, რამდენიმე კვირით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელშიც ნავალნის აეკრძალა მონაწილეობა და მოქმედი პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის მეტოქეობის გაწევა. ნავალნიმ, რომელიც გამოდის არჩევნების ბოიკოტირების მოწოდებით, ტვიტერით დაწერა, რომ მას პოლიცია მაშინ მიუახლოვდა, როცა ის კბილის ექიმის ოფისიდან გამოდიოდა და უთხრა, დაკავებული ხარო. მოგვიანებით მან ასევე ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ ის პოლიციაში წაიყვანეს და გამოშვებამდე გადასცეს ცნობა, რომ მას ბრალად ედება რამდენიმე დარღვევა. საქმე ეხება შეკრების თავისუფლების შესახებ კანონებს, რომლებსაც კრემლის კრიტიკოსები დრაკონულად მიიჩნევენ. ნავალნიმ, რომელიც პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსია, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და გამოაქვეყნა ცნობები, რომლებითაც ის რუსეთის მმართველ ელიტას კორუფციაში სდებს ბრალს. მას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს ფინანსურ დანაშაულში ბრალდების გამო, რომელსაც თავად ნავალნი შეთითხნილს უწოდებს.

XS
SM
MD
LG