Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბაბუნაშვილი: საუკეთესო იქნება ნავთლუღი-დიდუბის სარკინიგზო მონაკვეთის გვირაბში გადატანა


თბილისის რკინიგზის სადგური
თბილისის რკინიგზის სადგური

22 თებერვალს თბილისში გაიმართა „PMC კვლევითი ცენტრის“ მიერ ორგანიზებული პრეზენტაცია - „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში“. კვლევა მიზნად ისახავდა დედაქალაქში არსებული სარკინიგზო სისტემის მოწყობის რამდენიმე შესაძლო სცენარის ერთმანეთთან შედარებას.

კვლევის შედეგები წარმოადგინა „PMC კვლევითი ცენტრის“ აფილირებულმა მკვლევარმა და „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა. მისი განცხადებით, „ალტერნატივების შედარებითი ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ საუკეთესო მაჩვენებლები ურბანულ, უსაფრთხოების და ეკოლოგიურ განზომილებებში აქვს ნავთლუღი-დიდუბის სარკინიგზო მონაკვეთის გვირაბში გადატანას; ასევე, ქალაქში მაგისტრალური სარკინიგზო ხაზისა და ცენტრალური სადგურების შენარჩუნებას, ხოლო, მაგისტრალური ხაზის გარდა, დიდუბე-ნაძალადევის რაიონში დარჩენილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქალაქის პერიფერიულ რაიონებში გადატანას“. პრეზენტაციაზე აღინიშნა, აგრეთვე, რომ საუკეთესო ვერსიის შესარჩევად აუცილებელია დამატებით ეკონომიკური საკითხებიც იქნეს შესწავლილი.

XS
SM
MD
LG