Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში თავდამსხმელმა თავი აიფეთქა აშშ-ის საელჩოსთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლის შემდეგ


ჩერნოგორიას მთავრობის განცხადებით, თავდამსხმელმა შუაღამისას ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა დედაქალაქ პოდგორიცაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობას და შემდეგ თავი აიფეთქა. აშშ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საელჩოში არავინ დაშავებულა. მთავრობამ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირმა თავი მოიკლა ასაფეთქებელი მოწყობილობით და "მანამდე, ამ პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა ... აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე". მთავრობის ცნობითვე, საელჩოსთვის ნასროლი მოწყობილობა "სავარაუდოდ" ხელყუმბარა იყო. იუწყებიან, რომ პოლიცია ინციდენტს იძიებს, ადგენს თავდამსხმელის ვინაობას და მოტივებს. პოლიციის ოფიცრებმა, რომლებიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობდნენ რადგან ოფიციალურად არ ჰქონდათ ინფორმაციის გავრცელების ნებართვა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თავდამსხმელი 42 წლის დალიბორ ჯაუკოვიჩია, რომელიც მეზობელ სერბიაში დაიბადა მაგრამ პოდგორიცაში ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG