Accessibility links

თეირანი: ეკონომიკური სარგებლის არარსებობის შემთხვევაში ირანი გავა ბირთვული შეთანხმებიდან


ირანი გამოდის მუქარით, რომ დატოვებს 2015 წლის, ისტორიული მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, თუ ის ეკონომიკურ სარგებელს არ მოიტანს და მსხვილი ბანკები თუ ისევ არ ითანამშრომლებენ თეირანთან. ბირთვული შეთანხმების გარშემო "თუ იგივე დაბნეულობის და არასტაბილურობის პოლიტიკა გაგრძელდა, თუ კომპანიები და ბანკები ირანთან არ იმუშავებენ, ვერ დავრჩებით იმ შეთანხმების ნაწილად, რომელსაც ჩვენთვის სარგებელი არ მოაქვს" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ 22 თებერვალს ლონდონში, ჩეთემ ჰაუსის ანალიტიკურ ცენტში. 2015 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმებით, რომელიც გაფორმდა ირანსა და ექვს წამყვან ქვეყანას - ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და აშშ-ს შორის - თეირანმა პირობა დადო, რომ შეზღუდავდა თავის ბირთვულ პროგრამას, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ გასულ თვეში, 12 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ულტიმატუმით გამოვიდა ევროპელი ქვეყნების წინაშე და მათ უთხრა, რომ ისინი უნდა დათანხმდნენ "ირანის ბირთვულ შეთანხმებაში არსებული საშინელი ნაკლოვანებების გამოსწორებას", თორემ, წინაარმდეგ შემთხვევაში, ის აღარ გააგრძელებს აშშ-ის მხრიდან ირანისთვის სანქციების შემსუბუქების ზომას. აშშ-ის სანქციები აღდგება, თუ ტრამპი 12 მაისს ხელახალი ბრძანებით მათ არ შეაჩერებს. "შეთანხმება ვერ გადარჩება ამ ფორმით, მაშინაც კი, თუკი ულტიმატუმს დააკმაყოფილებენ და სანქციების შემსუბუქების ზომას გაახანგრძლივებენ" - განაცხადა არაყჩიმ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG