Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელებმა მოიპოვეს ოქროს მედალი ქალთა ჰოკეიში


ჰოკეიში ქალთა შეჯიბრება ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა
ჰოკეიში ქალთა შეჯიბრება ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა

პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ჰოკეიში ქალთა შეჯიბრება ბულიტების სერიაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა. ოლიმპიადების ისტორიაში ქალთა ჰოკეიში მედლები მეექვსედ გათამაშდა და, უკვე მეხუთედ, ფინალში ერთმანეთს ამერიკელები და კანადელები დაუპირისპირდნენ. პიონჩანგამდე ფინალების საერთო ანგარიში 4:1 იყო კანადის სასარგებლოდ. 2002, 2006, 2010 და 2014 წლების ოლიმპიადების ჩემპიონი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 2:2 - დასრულდა. ბულიტების სერიაში კი ამერიკელებმა 3:2 გაიმარჯვეს. ბრინჯაოს მედალს ქალთა ჰოკეიში ფინეთის ნაკრები დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან. მამაკაცთა ჰოკეიში ოქროს მედალი ოლიმპიადის დასკვნით დღეს, 25 თებერვალს, გათამაშდება. ხვალ გამოვლინდებიან ფინალისტები. ნახევარფინალში რუსეთი ჩეხეთს შეხვდება, კანადა - გერმანიას.

XS
SM
MD
LG