Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხუთე დღეა იბომბება სირიის ანკლავი


სირიაში მეხუთე დღეა იბომბება აღმოსავლეთ ღუტა, დედაქალაქ დამასკთან მდებარე ბოლო ანკლავი, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, მიუხედავად გაეროს მოწოდებისა თავდასხმების შეჩერების შესახებ. შვიდწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური თავდასხმების კამპანიაა. ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია იუწყება, რომ 22 თებერვალს აღმოსავლეთ ღუტას 300-ზე მეტი ყუმბარა მოხვდა, რამაც 13 ადამიანის სიკვდილი და 100-მდე პირის დაჭრა გამოიწვია. 18 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი, დაიჭრა ასობით პირი - აცხადებენ უფლებადამცველი და ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთის და სირიის თვითმფრინავები ბომბავენ საავადმყოფოებს და სხვა სამოქალაქო სამიზნეებს. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გამოდის მოწოდებით სასწრაფოდ შეწყდეს "ყველა საომარი მოქმედება" რეგიონში, სადაც, მისი თქმით, ადამიანები "მიწიერ ჯოჯოხეთში არიან". გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ევროკავშირს მოუწოდებს გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე და ირანზე, რათა დასრულდეს ძალადობა სირიაში.

XS
SM
MD
LG