Accessibility links

ჰოლანდიის პარლამენტმა გენოციდად ცნო სომეხთა ხოცვა-ჟლეტა


ჰოლანდიის პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატებმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც "გენოციდად" ცნობს სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიაში. თუმცა, 22 თებერვალს გამართული კენჭისყრის მიუხედავად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიგრიდ კააგმა განაცხადა, რომ მთავრობა არ მიჰყვება პარლამენტის მაგალითს. კააგის თქმით, მინისტრთა კაბინეტი "გააგრძელებს თავდაჭერილ მიდგომას" ამ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხის მიმართ. მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევენ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად. ხოცვა-ჟლეტას გენოციდად მიიჩნევს სულ მცირე 23 ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG