Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანელი პოლიციელი ემსხვერპლა რუსული "სპარტაკის" გულშემატკივართა მონაწილეობით მომხდარ არეულობას


მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივრები მატჩებზე ხშირად ჩნდებიან ნაცისტური დროშით
მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივრები მატჩებზე ხშირად ჩნდებიან ნაცისტური დროშით

ესპანელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქ ბილბაოში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, „ატლეტიკის“ და მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივართა დაპირისპირებას. ესპანური მედიასაშუალებების ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბილბაოს სტადიონის მახლობლად რუსმა გულშემატკივრებმა სხვადასხვა, მათ შორის აალებადი საგნები ესროლეს „ატლეტიკის“ გულშემატკივრებს. წინასწარი ვერსიით, 50 წლის პოლიციელი, რომელიც კიდევ ხუთასამდე სამართალდამცავებთან ერთად მონაწილეობდა წესრიგის აღდგენაში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ბილბაოს პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების საბოლოო მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. სამართალდამცავთა ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაკავებულია რუსეთის 3 და ესპანეთის 2 მოქალაქე. გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, საფეხბურთო კლუბმა „ბილბაომ“ და ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა, უეფამ, რომელმაც მკაცრად დაგმო ბილბაოში მომხდარი ძალადობა.

XS
SM
MD
LG