Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული პირები ოთხ თვეში დატოვებენ საპატიმროს. სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომელსაც საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთვნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, ამავე კლუბის თანამფლობელმა თემურ დათიკაშვილმა და მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, სამივე დაკავებულს ექვსთვიანი რეალური პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, კვარაცხელია, დათიკაშვილი და მაჩალაძე ჯარიმას - 5 ათას ლარს - გადაიხდიან და მათ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ.

2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სულ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად 36 ათასი ლარი მიიღეს. დავით და ირაკლი ბერიშვილებმა ბრალი მაშინვე აღიარეს, გამოძიებასთან ითანამშრომლეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, ვაჟა კვარაცხელია, თემურ დათიკაშვილი და ზაზა მაჩალაძე კი, უკვე ორი თვეა, დაკავებულები არიან.

დავით და ირაკლი ბერიშვილები ორწლიან პირობით სასჯელს მოიხდიან და ჯარიმას - 5 ათას ლარს - გადაიხდიან.

XS
SM
MD
LG