Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოს იყენებდნენ ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის


არგენტინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობით აღკვეთა ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოს გავლით ევროპაში ნარკოტიკების კონტრაბანდა. არგენტინასა და რუსეთში დაკავებულია სულ 5 პირი, მათ შორის ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი და არგენტინის პოლიციის ოფიცერი. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წელს, რუსეთის ელჩმა არგენტინის ხელისუფლებას აცნობა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან არსებულ სკოლაში სავარაუდოდ, აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებები. არგენტინის უშიშროების მინისტრმა, პატრისია ბულრიჩმა 22 თებერვალს გამოაქვეყნა ერთწლიანი გამოძიების და ოპერაციის შედეგები. მისი ინფორმაციით, შენობაში მართლაც აღმოაჩინეს 50 მილიონი ევროს ღირებულების 389 კილოგრამი კოკაინი, რომელიც 16 ჩემოდანში იყო განაწილებული და გამზადებული იყო დიპლომატიური ფოსტით გასაგზავნად. მინისტრის განცხადებით, მოსკოვში გაგზავნამდე ჩემოდნები სპეციალური აპარატურით აღჭურვეს და კოკაინი ფქვილით შეცვალეს. ტვირთის მეთვალყურეობისთვის რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა არგენტინის საბაჟო სამსახურის სამი თანამშრომელი. ბარგის მიღებისას აეროპორტში დააკავეს ორი პირი. მოსკოვში, თავის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მესამე ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთი საელჩოს ყოფილი თანამშრომელია. არგენტინაში დაკავებულია ორი პირი, ერთი კი იძებნება.

XS
SM
MD
LG