Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მებრძოლმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა


ლიანა ჯოჯუა
ლიანა ჯოჯუა

ლიანა ჯოჯუამ შერეული საბრძოლო ხელოვნებების - ММА-ს - საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. „მგლის“ მეტსახელით ცნობილი 22 წლის ქართველი მებრძოლი უმსუბუქეს წონით კატეგორიაში (61,2 კგ) 29 წლის რუს მარინა მოხნატკინას დაუპირისპირდა. ამ ბრძოლამდე ჯოჯუას ММА-ს რინგზე შვიდი ბრძოლიდან ხუთი ჰქონდა მოგებული, მოხნატკინას კი იქამდე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა პირველსავე რაუნდში მოეგო. FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლას 22 თებერვალს მოსკოვმა უმასპინძლა. ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვებულად ლიანა ჯოჯუა გამოაცხადეს.

XS
SM
MD
LG